პროექტები

პროექტი ,,Blog - ბლოგი"


1. პროექტის სახელწოდება: Blog - ბლოგი.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): ბლოგების შექმნა, მასზე მუშაობის შესწავლა, ისტ-ის აქტიური გამოყენება.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შექმნიან ბლოგებსსადაც გამოაქვეყნებენ პოსტებს სკოლის საქმიანობის შესახებ და გააცნობენ ფართო აუდოტორიას. ასევე - საკუთარ ბლოგებს, სადაც განათავსებენ პოსტებს საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები ისწავლიან ბლოგის შექმნას, მასზე მუშაობას, მის მნიშვნელობას ინტერნეტ სივრცეში, დადებით მხარეებს. მოიძიებენ, დაამუშავებენ და შეაფასებენ მოპოვებულ ინფორმაციას და გამოაქვეყნებენ მას.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა (ბლოგზე მუშაობის შესწავლა), განუსაზღვრელი (სხვადასხვა თემატიკის ბლოგის შექმნა).
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის შედეგად შეიქმნება ბლოგები საინტერესო და საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე. პროექტის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, სხვადასხვა ხერხით და ფორმით ინფორმაციის მოპოვების უნარი. მოსწავლე არის ინფორმაციის არა პასიური მიმღები, არამედ მას შეუძლია თავად მოახდინოს ინფორმაციის მოდიფიცირება. სწავლობს ჯგუფში მუშაობას, ისტ-ის აქტიურ და მიზანმიმართულ გამოყენებას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსები, ტექნოლოგიური რესურსები, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ფოტო მასალა და სხვ.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·  მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენა;
·  მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა, მათი ინტერესების გათვალისწინებით;
·  ინტერნეტის, წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ადამიანების გამოკითხვის საშუალებით საინტერესო ინფორმაციის მოძიება; 
·  ბლოგზე დარეგისტრირება;
·  ბლოგზე მუშაობის შესწავლა;
·  მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, ანალიზი;
·  ინფორმაციის ბლოგზე გამოქვეყნება;
·  შექმნილი ბლოგების აუდიტორიისათვის გაცნობა.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შესაძლებელია კავშირი რამდენიმე საგანთან. ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, სხვადასხვა დარგისთვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლება და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ია კაპანაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kapanadze.iako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakokapanadze.blogspot.com







პროექტი ,,სასკოლო კლუბი - ყველანი კომპიუტერთან"

1. პროექტის სახელწოდება: ,,სასკოლო კლუბი - ყველანი კომპიუტერთან“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სკოლაში შეიქმნას ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი კლუბი, რომელში გაწევრიანებულ მოსწავლეებს შეეძლებათ გაიღრმავონ  ცოდნა ისტ-ის სფეროში.
3. პროექტის აქტუალობა: კლუბის არსებობა საშუალებას მისცემთ მოსწავლეებს მიზანმიმართულად გამოიყენონ კომპიუტერი, შეისწავლონ ელემენტარული უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ სამომავლოდ, ცხოვრების ასპარეზზე. 
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეთათვის კომპიუტერული წიგნიერების საბაზისო დონის მიღწევა, ისტ-ის გამოყენება სხვადასხვა საგანთან მიმართებაში.
5.  მონაწილეთა ასაკი: X-XI-XII კლასელები, 15-18 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 წელი (კლუბის ფუნქციონირება), შესაძლებელია მეტიც.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის შედეგად შეიქმნება მრავალი საინტერესო ციფრული პროდუქტი: ბლოგები, ტექსტური დოკუმენტები, გრაფიკული დოკუმენტები, ფოტო-აუდიო და ვიდეო მასალა, სლაიდ-შოუები. მოსწავლეები მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სასწავლო პროცესში, ცოდნის გაღრმავების მიზნით.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსები, კომპიუტერები, ინტერნეტი, საოფისე პროგრამების პაკეტი, ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  
·  კლუბის მიზნის და ძირითადი მისიის განსაზღვრა;      
·  კლუბის ხელმძღვანელის შერჩევა;
·  კლუბის წევრებით დაკომპლექტება;
·  კლუბის სამუშაო გეგმის შემუშავება;
·  კლუბის წევრების შეხვედრების გრაფიკის დაზუსტება;
·  შეხვედრების დღის წესრიგის დაგეგმვა;
·  კლუბის სამუშაო გეგმის განხორციელება;
·  ფართო  აუდიტორიისათვის კლუბის მუშაობის საპრეზენტაციო ჩვენება.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ისტ-თან და სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფთან. ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ია კაპანაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kapanadze.iako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakokapanadze.blogspot.com
იხ. პროექტის ლინკი >>>







პროექტი ,,უჩვეულო და საინტერესო"

1.  პროექტის სახელწოდება: ,,უჩვეულო და საინტერესო
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სკოლაში შექმნილმა კლუბი ,,არქიმედეს" წევრებმა შეძლონ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, გაიღრმავონ  ცოდნა ისტ-ის სფეროში.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა მიზანმიმართულად გამოიყენონ კომპიუტერი, მოიძიონ ისეთი საინტე რესო ინფორმაციები, რომლებიც დაეხმარებათ მათ სხვადასხვა საკითხებზე ცოდნის გაღრმავებაში.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეთათვის კომპიუტერული წიგნიერების საბაზისო დონის მიღწევა, ისტ-ის გამოყენება სხვადასხვა საგანთან მიმართებაში, პრეზენტაციის უნარის განვითარება.
5.  მონაწილეთა ასაკი: X-XI-XII კლასელები, 15-18 წელი.
6.  ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის შედეგად შეიქმნება მრავალი საინტერესო ციფრული პროდუქტი: პოსტი, ტექსტური დოკუმენტები, გრაფიკული დოკუმენტები, ფოტო-აუდიო და ვიდეო მასალა, სლაიდ-შოუები. მოსწავლეები მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სასწავლო პროცესში, ცოდნის გაღრმავების მიზნით.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსები, კომპიუტერები, ინტერნეტი, საოფისე პროგრამების პაკეტი, ფოტო და ვიდეო მასალა.
9.  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  
·   პროექტის მიზნების გაცნობა მოსწავლეებისათვის;      
·   პროექტის ხელმძღვანელის შერჩევა;
·   პროექტის გეგმის შემუშავება (გეგმა იხილეთ ლინკის საშუალებით);
·   მონაწილე მოსწავლეებისათვის დავალებების განაწილება;
·  უჩვეულო და საინტერესო ინფორმაციის მოძიება პროექტის გეგმის შესაბამის საკითხებზე;
·  ფოტო და ვიდეო-მასალის მოძიება ინტერნეტიდან;
·  სხვადასხვა რესურსის შექმნა, მაგ. სლაიდ-შოუსი.
·  ფართო  აუდიტორიისათვის პროექტის საპრეზენტაციო ჩვენება.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი: კავშირი ისტ-თან და სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფთან. ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ია კაპანაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kapanadze.iako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakokapanadze.blogspot.com 
იხილეთ ამ პროექტის ლინკი >>>







პროექტი ,,ვიპოვოთ საუკეთესო ბრაუზერი"

1.   პროექტის სახელწოდება: ,,ვიპოვოთ საუკეთესო ბრაუზერი“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებმა თავად გამოარკვიონ, რომელია საუკეთესო ბრაუზერი ინტერნეტში სამუშაოდ და აღმოაჩინონ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
3.  პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები იმუშავებენ სხვადასხვა ბრაუზერში და კვლევა-ძიების და საკუთარი დაკვირვებების შედეგად გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
4. პროექტის მიზნები:  პროქტის მიზანია ისტ-ის სხვადასხვა ციფრული პროდუქტის შედარება ერთმანეთთან და მოსწავლეებისათვის ისეთი ჩვევების ჩამოყალიბება, როგორიცაა ხარისხიანი, კანონზომიერების აღმოჩენის უნარი.
5.   მონაწილეთა ასაკი: მე-5 კლასელები, 10-11 წელი.
6.   ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7.  მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შედეგად მოსწავლეები შეძლებენ იმუშაონ ნებისმიერ ბრაუზერში, თავისუფლად მოიძიონ ინფორმაცია და შეძლონ არჩევანი გააკეთონ საუკეთესო და ყველაზე დაცულ ბრაუზერზე.
8.  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსები, კომპიუტერები, ინტერნეტი, სხვადასხვა ბრაუზერების საინსტალაციო პროგრამები.
9.   პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·  პროექტის მიზნების გაცნობა მოსწავლეთათვის;  
·  მათთვის სხვადასხვა ბრაუზერის გაცნობა;
·  მოსწავლეების წყვილებად დაყოფა
· თითოეული წყვილისათვის დავალების განაწილება - შეაგროვონ კონკრეტულ ბრაუზერზე ინფორმაცია;
· წყვილების მიერ გარკვეულ პერიოდში მხოლოდ კონკრეტულ ბრაუზერში მუშაობა;
·  წყვილების მიერ ერთმანეთში აზრის გაზიარება;
· ვენის დიაგრამის დახმარებით, ბრაუზერების საერთო და განსხვავებული თვისებების განსაზღვრა;
· T დიაგრამის საშუალებით ბრაუზერების დადებითი და უარყოფითი თვისებების განსაზღვრა;
·    საბოლოო დასკვნის გაკეთება და საუკეთესო ბრაუზერის გამოვლენა.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ისტ-თან. მოსწავლის მიერ ცოდნის მიგნება საკუთარი ძალებით, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, მართვა, დამუშავება, შეფასება და ანალიზი და მასზე დაყდნობით გადაწყვეტილების მიღება.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ია კაპანაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kapanadze.iako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakokapanadze.blogspot.com







პროექტი ,,წერილი თუ e-mail" ?

1.  პროექტის სახელწოდება: ,,წერილი თუ e-mail“?
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): პროექტის საშუალებით ხდება ჩვეულებრივი წერილის და ელექტრონული წერილის ერთმანეთთან შედარება.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებისათვის ხდება იმის ჩვენება,  რა განსხვავებაა ჩვეულებრივ წერილსა და e-mail-ს შორის და რა უპირატესობა აქვს მას ჩვეულებრივ წერილთან შედარებით.
4. პროექტის მიზნები:  პროქტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შეძლონ კომუნიკაციის ციფრული საშუალებების ფლობა, ისტ-ის გამოყენება საყოფაცხოვრებო და რეალური ვითარების დროს წარმოქმნილი პრობლემებისას.
5. მონაწილეთა ასაკი: მე-6 კლასელები, 11-12 წელი.
6.  ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7.  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის შედეგად მოსწავლეები ისწავლიან, როგორც ჩვეულებრივი წერილის დაწერის სპეციფიკას და მის გაგზავნას, აგრეთვე e-mail-ზე დარეგისტრირებას, ტექსტის აკრეფას, ფაილის მიბმას და მის გაგზავნას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსები, კომპიუტერები, ინტერნეტი, ფოტო-აუდიო მასალა, კონვერტები, საფოსტო მარკები.
9.  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·  პროექტის მთავარი არსის გაცნობა მოსწავლეთათვის;
·   მონაწილეების ორ ჯგუფად გაყოფა;
·  ერთი ჯგუფითვის დავალების მიცემა - გააგზავნონ ჩვეულებრივი წერილი;
· მეორე ჯგუფისათვის დავალების მიცემა - გააგზავნონ ელექტრონული წერილი;
·   წერილის ადრესატების შერჩევა;
· ორივე ჯგუფის თანამშრომლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან და წერილის დაწერის სპეციფიკის შესწავლა;
·  პირველი ჯგუფის მიერ წერილის ტექსტის შედგენა, ფოსტაში მიტანა და გაგზავნა;
·   მეორე ჯგუფის მიერ ფოსტაზე დარეგისტრირება, წერილის ტექსტის აკრეფა, ფაილის მიბმა და გაგზავნა.
·  ორივე ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში ერთმანეთთან და მასწავლებელთან;
· ორივე დავალებაზე დახარჯული დროის, ენერგიის და ფინანსური რესურსების შედარება;
·   დისკუსია თემაზე ,,წერილი თუ e-mail“?
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ისტ-თან და ქართულ ენასა და ლიტერატურასთან. მოსწავლე უნდა ფლობდეს კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს. უნდა შეძლოს ისტ-ის გამოყენება საყოფაცხოვრებო და რეალური ვითარების დროს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ია კაპანაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kapanadze.iako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakokapanadze.blogspot.com







პროექტი ,,პირველკლასელები და book-ები"

1. პროექტის სახელწოდება: ,,პირველკლასელები და book-ები“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): კვლევის ჩატარება, რამდენად შეძლეს პირველკლასელებმა ბუკებზე მუშაობის შესწავლა, როგორ დაეხმარათ სწავლაში და ისეთი პროფესიების  პოპულარიზაცია,  როგორიცაა პროგრამისტი,ან IT-სპეციალისტი.                         
3. პროექტის აქტუალობა: ჩატარდება კვლევა, რა ცოდნა მიიღეს პირველკლასელებმა ბუკების დახმარებით, როგორ ეხმარებათ ახალი ტექნოლოგიები მათ ცოდნის ათვისებაში და რამდენად კარგად ითვისებენ სხვადასხვა საგანს თამაშის საშუალებით.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, მასში მონაწილე მოსწავლეების დაინტერესება კომპიუტერით, როგორც არა მხოლოდ გასართობი, არამედ, როგორც ცოდნის მიღების მრავაფეროვანი და საინტერესო წყაროსი, ექსკურიის მოწყობა  ,,ალგორითმის“ ქარხანაში და მათი ისეთი საინტერესო და პერსპექტიული პროფესიებით დაინტერესება, როგორიცაა IT სპეციალისტი, ან პროგრამისტი.
5. მონაწილეთა ასაკი:  მე-10 კლასელები,  15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, სხვადასხვა ხერხით და ფორმით ინფორმაციის მოპოვების, ჯგუფებში მუშაობის უნარი, შეისწავლიან ისტ-ის აქტიურ და მიზანმიმართულ გამოყენებას, შესაძლებელია გაუჩნდეთ სურვილი დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, როგორიცაა პროგრამისტი, IT სპეციალისტიდა სხვა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსები, ბუკები, ფინანსური რესურსები.
9.  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
· პროექტის მთავარი იდეის გაცნობა მოსწავლეთათვის;
· კითხვარების შემუშავება;
· მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა;
· მოსწავლეთა ჯგუფებისათვის დავალების განაწილება;
· ერთ-ერთ ჯგუფს დაევალება ჩაატაროს გამოკითხვა თავისი სკოლის პირველკლასელებთან;
· მეორე ჯგუფს დაევალება ანალოგიური გამოკითხვა ჩაატაროს მეზობელ სკოლაში;
· მესამე ჯგუფს დაევალება გამოკითხვის ჩატარება პირველკლასელების მასწავლებლებთან;
· მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, ანალიზი;
· მოპოვებული ინფორმაციის ერთმანეთისათვის გაზიარება და შეჯერება;
· ექსკურსია ბუკების დამამზადებელ ქარხანაში ,,ალგორითმი";
· ექსკურსიის შთაბეჭდილებების გაზიარება.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ისტ-თან. ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მოსწავლისათვის არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენა, არამედ ხელსაყრელი პირობების შექმნა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ია კაპანაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kapanadze.iako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakokapanadze.blogspot.com







პროექტი ,,აბაკიდანნანოტექნოლოგიებამდე"

1. პროექტის სახელწოდება: ,,აბაკიდან–ნანოტექნოლოგიებამდე“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): ტექნოლოგიური განვითარების ისტორიის გაცნობა მოსწავლეთათვის, ძველი ბაბილონური საანგარიშო აბაკიდან დაწყებული, კაცობრიობის უახლეს მიღწევებამდე – ნანოტექნოლოგიებამდე. ისტ-ის აქტიური გამოყენება.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გამოიკვლევენ იმ საინტერესო გზას, რომელიც განვლო კაცობრიობამ ტექნოლოგიური განვითარების პროცესში.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ შესაბამის ინფორმაციას ინტერნეტში, წიგნებში, დაამუშავებენ და შეაფასებენ მას. გაეცნობიან უამრავ ტექნოლოგიურ მიღწევას, ძველი ბაბილონური საანგარიშო აბაკიდან – ნანოტექნოლოგიებამდე, რომლებმაც შეძლეს სამყაროს შეცვლა და გააცნობენ ფართო აუდიტორიას.
5.    მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი.
6.    ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7.   მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის შედეგად შეიქმნება საინტერესო მასალა ტექნოლოგიური განვითრების ისტორიის შესახებ. მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, სხვადასხვა ხერხით და ფორმით ინფორმაციის მოპოვების უნარი, ისინი ისწავლიან, როგორც დამოუკიდებელ, ასევე – ჯგუფებში მუშაობას, ისტ-ის აქტიურ და მიზანმიმართულ გამოყენებას.
8.  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსები, ტექნოლოგიური რესურსები, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ფოტო მასალა და სხვ.
9.    პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·  პროექტის მთავარი იდეის გაცნობა მოსწავლეთათვის;
·   ტექნოლოგიური მიღწევების ისტორიის დაყოფა პატარ–პატარა ნაწილებად;
·   მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა;
·   მოსწავლეთა ჯგუფებისათვის დავალების განაწილება;
·    ინტერნეტის, წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, კომპეტენტური ადამიანების გამოკითხვის საშუალებით ინფორმაციის მოძიება;
·    მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, ანალიზი;
·    მოპოვებული ინფორმაციის ერთმანეთისათვის გაზიარება და შეჯერება;
·    როგრამა PowerPoint-ში პრეზენტაციის ,,აბაკიდან–ნანოტექნოლოგიებამდე“ შექმნა;
·    პრეზენტაციის აუდიტორიისათვის გაცნობა.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი რამდენიმე საგანთან (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია). ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, სხვადასხვა დარგისთვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლება და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ია კაპანაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kapanadze.iako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakokapanadze.blogspot.com







პროექტი ,,სივრცული ფიგურები და არქიტექტურა"


1. პროექტის სახელწოდება: ,,სივრცული ფიგურები და არქიტექტურა".
2. პროექტის მთავარი იდეამოსწავლეებმა თავად მოიძიონ სხვადასხვა სივრცული ფიგურები, შეადარონ არქიტექტურულ ძეგლებს და ამ ძეგლებში აღმოაჩინონ მათი ფორმები.
3. პროექტის აქტუალობამოსწავლეები შეძლებენ სივრცული ფიგურების ამოცნობას, დასახელებას, აღმოჩენას ყოფით საგნებში.
4. პროექტის მიზნებიჩამოუყალიბოს მოსწავლეებს დამოუკიდებელი  და  უფში მუშაობის, კვლევა-ძიების, შეფასების, ისტ-თან მუშაობის და სივრცული ფიგურების ამოცნობის უნარი.
5. მონაწილეთა ასაკიმესამე კლასელები8-9 წელი.
6. ვადებიხანგრძლივობა: 2 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტებირაც შეიძლებაშეიქმნას:  შედეგად მოსწავლეები შეძლებენ გეომეტრიული ფიგურების ამოცნობასა და აღწერას (მათ.III.8.);
·   ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს არქიტექტურასა და ხელოვნების ნიმუშებში, ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა მოდელების გროვაში;
· განასხვავებს ფიგურის ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ ტერმინებს მათი დასახელებისას (წვერო, წახნაგი, წიბო);
· შეიქმნება ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ილუსტრაციებით და ინფორმაციით გაფორმებული სტენდი და სივრცული ფიგურების მოდელები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები:  ადამიანური რესურსებიილუსტრაციები, ჟურნალებიფიგურების მოდელები, ფოტო-მასალა თაბახის ფურცლები, დიდი  ფორმატის  ფურცელი,  ფერადი ფურცლები,  ფლომასტერები,  წებო,  მაკრატელი,  კომპიუტერი, ინტერნეტი.
 9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
·         პროექტის მიზნების გაცნობა მოსწავლეებისათვის;
·         დავალებების განაწილება;
· ინფორმაციის მოძიება სახელმძღვანელოებიდან, ინტერნეტიდან, მაგ. პირამიდების, სხვადასხვა არქიტექტურული ძეგლების ისტორია, სივრცული ფიგურების აღწერა და სხვა;
·         მოძიებული ინფორმაციის დახარისხება;
·    მიმდებარე ტერიტორიაზე არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება და სურათების გადაღება;
·         ფოტო-მასალის, ილუსტრაციების მოძიება და დახარისხება;
·  სხვადასხვა ტიპის სივრცული ფიგურების მოდელების დამზადება და დახაზვა;
·          მოძიებული მასალის სტენდზე გაფორმება;
·         პროექტის შეფასება;
·          თვით და ურთიერთშეფასება.
10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიკავშირი მათემატიკასთან, ხელოვნებასთანისტ-თან
მათ.III.8. - მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა.
11. პროექტის ხელმძღვანელიია კაპანაძე.
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტაkapanadze.iako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakokapanadze.blogspot.com







პროექტი ,,დრო და საათი"

1. პროექტის სახელწოდება: ,,დრო და საათი".
2. პროექტის  მთავარი  იდეა: მოსწავლეებმა მოიძიონ და აღმოაჩინონ დროის და საათის წარმოშობის ისტორია.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეძლებენ ცოდნას მიაგნონ  საკუთარი ძალებით, დამოუკიდებლად   მოიპოვონ ინფორმაცია, დაამუშაონშეაფასონ, გააანალიზონ და მასზე დაყრდნობით მიიღონ  გადაწყვეტილება.
4. პროექტის მიზნებიჩამოუყალიბოს მოსწავლეებს დამოუკიდებელი  და  ჯგუფში  მუშაობის კვლევა-ძიების, შეფასების ისტ-თან  მუშაობის უნარ-ჩვევები.
5.  მონაწილეთა ასაკიმეოთხე კლასელები, 9-10 წელი.
6.  ვადებიხანგრძლივობა: 2 კვირა.
7.  მოსალოდნელი შედეგები პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას:  შედეგად  მოსწავლეები  შეძლებენ  დროის ერთეულებს  შორის  თანაფარდობებისა და არითმეტიკული მოქმედებებით  დროის ინტერვალის  გამოსახვას.   ერთი საათის,  ნახევრის მეოთხედის გამოსახვას წუთებით (მათ. IV.5.);
გაეცნობიან  დროის  და  საათის წარმოშობის ისტორიას;
შეიქმნება ისეთი პროდუქტებიროგორიცაა  საათის მოდელები,  ნახატები,  ილუსტრაციებით და  ინფორმაციით გაფორმებული  სტენდი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსებიილუსტრაციები,  ენციკლოპედია, საათის მოდელებითაბახის ფურცლებიდიდი ფორმატის ფურცელიფერადი ფურცლები,  ფლომასტერები,  წებო, მაკრატელი,  კომპიუტერი,  ინტერნეტი.
 9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  
·          პროექტის მიზნების გაცნობა მოსწავლეებისათვის; 
·         დავალებების განაწილება; 
·  ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან, წიგნებიდან, მოხუცებისგან (მაგ. დროის ათვლის ისტორია, მზის საათის წარმოშობის ისტორია, გნომონი, წყლის საათი, ქვიშის საათი, ყვავილების საათი, თანამედროვე ძვირადღირებული საათები, საათები შენობებზე, დროის მანქანა და სხვა); 
·          მოძიებული ინფორმაციის დახარისხება; 
·          ფოტო-მასალის მოძიება და დახარისხება; 
·          სხვადასხვა ტიპის საათის მოდელების დამზადება და დახატვა; 
·          მასალის სტენდზე გაფორმება; 
·         პროექტის შეფასება; 
·         თვით და ურთიერთშეფასება.
10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირიკავშირი მათემატიკასთანბუნებასთანხელოვნებასთანისტ-თან
მათ.IV.5. იყენებს  და  ერთმანეთთან აკავშირებს  ზომის  სხვადასხვა ერთეულებს - იყენებს  დროის  ერთეულებს  (საათებიწუთები) შორის  ცნობილ  თანაფარდობას  და  არითმეტიკული მოქმედებების  გამოყენებით  პოულობს  დროის  ინტერვალს.
11. პროექტის ხელმძღვანელიია კაპანაძე.
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტაkapanadze.iako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: iakokapanadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment