გაკვეთილის გეგმები ისტ-ში

გაკვეთილის მთავარი თემა
დოკუმენტის შენახვა.
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად გაეცნობიან პროგრამა  WordPad-ში დოკუმენტის შენახვის პრინციპებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. V .1.
·  გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.
ის ტექ. V .4.
·  მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან  კლავიატურაზე მუშაობა, პროგრამა  WordPad-ში  ასოების აკრეფის თავისებურებები.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით .
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერები, პროექტორი, პროგრამა  WordPad, დამატებითი ლიტერატურა, ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)
შესწავლილი მასალის გამეორება (10 წთ)
A ფაზა - (5 წთ.)
მასწავლებელი გამოწვევის მიზნით აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდ-შოუს , რომელიც შემდეგი შინაარსისაა: წიგნი ინახება კარადაში, ნაყინი - სანაყინეში, პროდუქტი - მაცივარში, წამალი - აფთიაქში, ხოლო დოკუმენტები - დისკებზე. ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას, იმისათვის, რომ არ გაფუჭდეს პროდუქტი, წამალი, რომ არ დადნეს ნაყინი, რომ არ დაზიანდეს წიგნი, რა არის საჭირო ამისათვის? ბავშვები მიდიან დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერს უნდა შენახვა. შემდეგ მასწავლებელი უხსნით ბავშვებს, რომ ასევეა ის დოკუმენტებიც, რომლებსაც ადამიანები კომპიუტერში ამუშავებენ, საჭიროა მათი შენახვა, შემდგომი გამოყენებისათვის და სარგებლობისათვის.
B ფაზა - (25 წთ.)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეარჩიონ ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის სახელმძღვანელოდან სასურველი ტექსტების ნაწყვეტები, ასევე იყენებს სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებს. მოსწავლემ თავისი ნამუშევარი სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად უნდა შეინახოს.
C ფაზა - (3 წთ.)  მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ახდენს გაკვეთილის შეჯამებას და აკეთებს შეფასებას. აძლევთ დავალებას შექმნან სასურველი შინაარსის დოკუმენტი  WordPad-ში, დაარქვან სახელი  და შეინახონ ფლეშ მეხსიერებაზე.



გაკვეთილის მთავარი თემა
ინტერნეტი
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, მე-6 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
9 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ინტერნეტის შესაძლებლობების გაცნობა, სხვადასხვა ბრაუზერში მუშობა, ინფორმაციის ძიების, შეგროვების, სინთეზისა და ანალიზის უნარ-ჩვევების გაცნობა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. V .1.  ის ტექნ. V .3. ის ტექნ. VI.4.
იყენებს გავრცელებული საძებო სისტემების შესაძლებლობებს, აფასებს ინფორმაციის სანდოობის შესახებ. კრიტიკულად აფასებს მონაცემებს გამოყენების, ადეკვატურობის და აკურატულობის თვალსაზრისით. იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად.

წინასწარი ცოდნა
აქვთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობის გამოცდილება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების სქემის საშუალებით, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერები, სხვადასხვა ბრაუზერების საინსტალაციო პროგრამები, ინტერნეტი, სლაიდ-შოუ.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)
ფაზა - (10 წთ.) მასწავლებელი გამოწვევას აკეთებს სლაიდ-შოუსდახმარებით, რომელიც აგებულია სხვადასხვა ბრაუზერების ლოგოებით და მათი ფანჯრის შიგთავსი სურათებით.
B ფაზა - (28 წთ.) მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნით ინტერნეტის დანიშნულებას, მისი შექმნის ისტორიას, განიხილავს სხვადასხვა ბრაუზერებს და მათი მუშაობის პრინციპებს. ასწავლით ინფორმაციის მოძიების ხერხებს.
შემდეგ ჰყოფთ მათ ჯგუფებად და აძლევთ დავალებას მოიძიონ საქართველოს კუთხეები, მათი გერბები, ფართობები, მათი დამახასიათებელი სურათები.
C ფაზა - (5 წთ.) შეჯამება. კიდევ ერთხელ განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს, მოსწავლეებს აძლევთ საშუალებას შეაფასონ ერთმანეთი და საკუთარი თავი.




გაკვეთილის მთავარი თემა
ჩვენ და კომპიუტერი - რისგან შედგება კომპიუტერი?
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე გაეცნობა კომპიუტერის აგებულებას და თითოეული ნაწილის დანიშნულებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. V .1.  ის ტექ. V .2.
·   ამოიცნობს ციფრული მოწყობილობების კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად კლავიატურა, მაუსი, მონიტორი, სისტემური ბლოკი და სხვ.).
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან კომპიუტერის დანიშნულება, გამოთვლითი ტექნიკის განვითარების ისტორია.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ გამზადებული შეფასების რუბრიკის (ანალიტიკური) საშუალებით, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, პროგრამა VUE-ში გაკეთებული ცნების რუკა, ინტერნეტი, სლაიდ-შოუ.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)
შესწავლილი მასალის გამეორება (10 წთ)

ფაზა - (15 წთ.)
მასწავლებელი ბავშვებს პროექტორით აჩვენებს პრეზენტაციას , რომელიც შექმნილია კომპიუტერის შემადგენელი ნაწილების სურათებით და ცნების რუკით, სადაც ასახულია კომპიუტერის თითოეული ნაწილის და პროგრამის ურთიერთკავშირი. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, ეცადეთ გამოიცნოთ რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს? მოსწავლეები ასახელებენ თავიანთ ვერსიებს, რომლებსაც მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს.

B ფაზა - (13 წთ.)
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს კომპიუტერის შემადგენელი ნაწილების შესახებ და უხსნით მათ მნიშვნელობას და დანიშნულებას, მუშაობის პრინციპს, შემდეგ ცალკ-ცალკე გამორთავს  თითოეულ ნაწილს  და ჰკითხავთ რა მოხდება რომელიმე ნაწილი რომ არ ჰქონდეს კომპიუტერს? რა წინააღმდეგობები შეგვხვდება? ბოლოს სთხოვთ მოსწავლეებს დაფაზე დაწერილ მათ თავდაპირველ ვერსიებს დაუწერონ სწორი პასუხები. 

C ფაზა - (5 წთ.) შეჯამება. კიდევ ერთხელ განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს. ახდენს მოსწავლეთა შეფასებას . საშინაო დავალებად აძლევთ დახატონ კომპიუტერის შემადგენელი ძირითადი ნაწილები (სისტემური ბლოკი, მონიტორი, მაუსი, კლავიატურა და სხვ.).




გაკვეთილის მთავარი თემა
ჩვენ და კომპიუტერი - როგორ შეიქმნა კომპიუტერი.
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს გააცნობიეროს ისტ-ის როლი ადამიანის ცხოვრებაში, მისი დანიშნულება. გაეცნობა კომპიუტერის წარმოშობის ისტორიას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. V .1. 
·  გამოთვლითი ტექნიკის განვითარების ისტორიის მიმოხილვა.
ის ტექ. V .2.
·  ფუნდამეტურ მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილისა და როლის გააზრება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს არ აქვთ კონკრეტული წინასწარი ცოდნა თემასთან დაკავშირებით.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით, წინასწარ შემუშავებული რუბრიკით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, საანგარიშო, კალკულატორი, ფერადი ქაღალდი, გამოთვლითი ტექნიკის განვითარების ისტორიის ამსახველი სურათები, სლაიდ-შოუ, ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (3 წთ.)
ფაზა - (15 წთ.)
მასწავლებელი ბავშვებს აცნობს ახალი საგნის დასახელებას (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) და სთხოვთ განმარტონ, როგორ ესმით თითოეული სიტყვის მნიშვნელობა. საჭიროებისამებრ ეხმარებათ სიტყვების განმარტებაში.
მასწავლებელი დაურიგებთ ბავშვებს ფერად ქაღალდებს და სთხოვთ ჩამოწერონ რას მოელიან ამ საგნისგან.
კითხვა-პასუხი: როგორ ფიქრობთ რისთვის გამოიყენება კომპიუტერი?
პასუხებს წერს დაფაზე. მათ მიიყვანთ იმ დასკვნამდე, რომ კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა - ანგარიში და თვლა.
როგორ ფიქრობთ რა შეიძლებოდა ყოფილიყო კომპიუტერის წინაპარი?
ბავშვები ეცდებიან გამოიცნონ პასუხი წინა კითხვის პასუხიდან გამომდინარე.
მასწავლებელი აჩვენებს მათ საანგარიშოს და სთხოვთ მის გამოყენებას. ბავშვები აღმოაჩენენ მასწავლებლის დახმარებით, რომ ანგარიშისთვის უფრო მოსახერხებელია გამოიყენონ კალკულატორი.
B ფაზა - (22 წთ.)
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს გამოთვლითი ტექნიკის განვითარების ისტორიის შესახებ და პარალელურად პროექტორით აჩვენებთ შესაბამის სურათებს და სლაიდ-შოუს (საანგარიშო - აბაკი, ელექტრო-გამომთვლელი მანქანა, პირველი პერსონალური კომპიუტერი, თანამედროვე კომპიუტერი). მოსწავლეებს აუსხნის კომპიუტერის მთავარ დანიშნულებას ადამიანის ცხოვრებაში.
C ფაზა - (5 წთ.) შეჯამება. რა იყო თქვენთვის დღეს მნიშვნელოვანი? ბავშვებს აფასებთ შეფასების რუბრიკის საშუალებით.






გაკვეთილის მთავარი თემა
Windows 7-ის გამოყენებითი პროგრამები - ქართული ასოების აკრეფვის თავისებურებები პროგრამა WordPad-ში
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად გაეცნობიან პროგრამა  WordPad-ში ტექსტის აკრეფვის პრინციპებს და ძირითად წესებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. V .1.
·  გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.
ის ტექ. V .4.
·  მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან პროგრამა  WordPad-ში შესვლა, ფანჯრებთან მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერები, პროექტორი, ტექსტური რედაქტორი  WordPad, ინტერნეტი, სურათები.
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)
შესწავლილი მასალის გამეორება (10 წთ)
A ფაზა - (10 წთ.)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩამოწერონ დაფაზე ქართული ანბანი. შემდეგ კი ინგლისური. ამის მერე წერს შესაბამისობას ქართულ და ინგლისურ ანბანს შორის და ყურადღებას ამახვილებს განსხვავებებზე. შემდეგ სთხოვთ დაასახელონ რამდენიმე სიტყვა, რომელიც აუცილებელია მათ ცხოვრებაში და დაწერონ ფურცლებზე. ამის მერე, აჩვენებთ სლაიდ-შოუს იმ საგნებზე, რომელთა სახელებიც შეიცავენ შემდეგ ასოებს ,,“, ,,“, ,,“, ,,“, ,,“, ,,“, ,,.
B ფაზა - (15 წთ.)
მასწავლებელი აცნობთ მოსწავლეებს ტექსტის აკრეფის ზოგად წესებს. უხსნით მათ როგორ ვკრეფთ ზემოთ ჩამოთვლილ ასოებს Shift კლავიშის დახმარებით.
მოსწავლეები ხსნიან პროგრამა WordPad- და კრეფენ ფურცლებზე დაწერილ სიტყვებს, შემდეგ სლაიდ-შოუში გამოყენებულ სიტყვებს. მაგალითად: ჭინჭარი, ჭარხალი, ღამე, ღიღილო, თეთრი, თოვლი, შველი, შეშა, ჟურნალი, ჟოლო, ჩურჩხელა, ჩირი, ძერა, ძრავა. ახდენენ ასოების ამოშლა/ჩამატებას, მონიშვნებს, იყენებენ Enter კლავიშს.
C ფაზა - (8 წთ.)
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკის საშუალებით. ბოლოს მასწავლებელი აძლევთ დავალებას გამოიყენონ თავისი ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო და მასში მოცემული ნებისმიერი ტექსტი აკრიფონ პროგრამა  WordPad-ში.

No comments:

Post a Comment