პრიზიორთა დაჯილდოვება |
კიდევ ერთი სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში... ქვემოთ ნახსენებ ჩემს პოსტში, სადაც გაგაცნობდით ჩაქვში ჩატარებული კონფერენციის შესახებ, შესვენების დროს გამოსული ვიყავით ეზოში და სურათებს ვიღებდით. მობილურზე ხმა გამორთული მქონდა. შემთხვევით დავხედე ტელეფონს და უცხო ზარია შემოსული ორჯერ. დავრეკე და სასწაული, კიდევ ერთი გამარჯვების შესახებ მატყობინებდა ქ-ნი ნინო. არ მჯეროდა, ნამდვილად ჩემს თავს ხდებოდა ეს, თუ სიზმარში ვიყავი. ორჯერ ზედიზედ ასეთი წარმატება, ოცნებაშიც კი არ შემეძლო. ,,თქვენმა ბლოგმა გაიმარჯვა და ხართ ერთ-ერთი პრიზიორიო" - ეს სიტყვები დღესაც ჩამესმის. (დამავიწყდა მეთქვა, რომ კიდევ ერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, "ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში", რომელიც ორგანიზებული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და გულისხმობდა ისტ-ის მასწავლებლების ჩართვას ამ პროექტში).
რომ იცოდეთ ამ ბლოგის გაკეთების ისტორია, ალბათ გაგეცინებოდათ, სატირალი რომ არ იყოს. როდესაც გავიარე მეორე დონის ტრენინგი, რომლის ტრენერიც იყო უნიჭიერესი ქ-ნი თამარ რუაძე, მაშინ მოხდა ამ ბლოგის შექმნა. ავტვირთე პირველი პროექტი, შემდეგ მეორე და ა.შ. უცებ მირეკავენ, რომ დაბარებული ხართ ქ-ნ ეკა ჯელაძესთან, მასწავლებლის სახლშიო. გასაუბრებაზე წარვადგინე ჩემი ბლოგი. მაშინ არ იყო ასეთი მრავაფეროვანი, მხოლოდ პროექტები და გაკვეთილები მქონდა ატვირთული. რაღაც პერიოდი პასიური გავხდი და ბლოგზე სიახლე აღარ დამიმატებია. როდესაც ეს კონკურსი გამოცხადდა, ვფიქრობდი როგორ განმეახლებინა ჩემი ბლოგი, რომ ყველა კრიტერიუმი დამეკმაყოფილებინა. და, ბოლო დღეებში მოვიფიქრე (ასეთი ჩვევა მაქვს, დაძაბულ სიტუაციაში უკეთესი რაღაცები მაფიქრდება ხოლმე :) მაგრამ სკოლის ინტერნეტი ძალიან ნელია, თანაც უკვე პარასკევი იყო. ჩემი ინტერნეტიც ისეთი საშინელია (არ გვაქვს სოფელში ჯერჯერობით საკაბელო ინტერნეტი) ერთი სურათის ატვირთვას მთელ საათებს ვანდომებდი. ბოლოს, ლამის თავი დავანებე, უკვე აღარ მყოფნიდა ნებისყოფა. იმ ღამეს 5 საათზე დავიძინე. ალბათ, გული მიგრძნობდა, რომ გამარჯვება მელოდა...
საბედნიეროდ, დაჯიდოვებას მივუსწარი (მე ხომ ჩაქვიდან მოვდიოდი მატარებლით).
სასიამოვნო შეხვედრა მოგვიწყეს. ბ-მა ზაზა ქარსაულიძემ ღიმილით და ძალიან თბილად მიგვიღო. ფულადი პრემიებით და დიპლომებით დაგვაჯილდოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქ-მა ლია გიგაურმა.
სასიამოვნო შეხვედრა მოგვიწყეს. ბ-მა ზაზა ქარსაულიძემ ღიმილით და ძალიან თბილად მიგვიღო. ფულადი პრემიებით და დიპლომებით დაგვაჯილდოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქ-მა ლია გიგაურმა.
პირველი ადგილი და 1000 ლარიანი ჯილდო დაიმსახურა მცხეთა მთიანეთის რ-ნი სოფ. ჩარდახის საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგმა ქ-მა მადონა დონღუზაშვილმა http://bloggermadona.wordpress.com/
მეორე ადგილი და 800 ლარი - ქ-მა ნატო გელაშვილმა, თბილისის N87-ე საჯარო სკოლა http://natogelashvili.blogspot.com/
მესამე ადგილი და 600 ლარი - თქვენმა მონა-მორჩილმა, ია კაპანაძემ, გურჯაანის რ-ნი სოფ. მელაანის საჯარო სკოლა http://iakokapanadze.blogspot.com/
ასევე, მესამე ადგილის და 600 ლარიანი ჯილდოს მფლობელი გახდა მარიეტა ტოროსიანი, თბილისის N41-ე საჯარო სკოლა http://ictingeorgianschool.blogspot.com/
ნომინაცია "მომავლის მასწავლებელი" და 300 ლარიანი პრემია დაიმსახურეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგმა ნანა ნოზაძემ http://nozadzeblogi.blogspot.com/ და ხათუნა ტაბიძემ, გორის მე-9 საჯარო სკოლა http://norchi.blogspot.com/ (წყარო http://teachers-ict.blogspot.com/ ).
ვფიქრობ, რომ საპრიზო ადგილების გადანაწილება ძალიან ობიექტურია. ბრავო, ჟიურის!
ზედიზედ ორი წარმატება, მართლაც რომ უფლის სასწაულია. ასეთი რაღაცები იშვიათად ხდება. უღრმესი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ! იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით!
ესეც ჩემი დიპლომი |
მადლობა იაკო რომ მომიხსენიე:):):) უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ გულით!
ReplyDeleteგაიხარე, შემოგევლე! ასევე უდიდეს წარმატებას და წინსვლას გისურვებ კარიერაშიც და ცხოვრებაშიც. მიხარია, რომ გაგიცანი. სასიამოვნოა ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობა :* :* :*
Deleteკიდევ მრავალი წარმატებები კოლეგებო :)
ReplyDeleteმადლობა, გიგა.შენც ასევე :)
Delete